კაპელო: "ოქროს ბურთი? ჟორჟინიომ ყველაფერი მოიგო და ამ გამარჯვებებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა"

"მილანისა" და "იუვენტუსის" ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ფაბიო კაპელოს განცხადებით, "ჩელსისა" და იტალიის ნაკრების ნახევარმცველს ამ წელს "ოქროს ბურთის" მოგების შანსი აქვს.
– ჟორჟინიო "ოქროს ბურთის" მოგების პრეტენდენტია?
"რა თქმა უნდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაფერი მოიგო, არამედ იმიტომ, რომ ამ გამარჯვებებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა".
"ამ წელს ასეთ ფეხბურთელებს ვეღარ ვხედავ", - ციტირებს კაპელოს სიტყვებს ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport.
ჟორჟინიომ ამ წელს "ჩელსისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა, იტალიის ნაკრების რიგებში კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო.