ავტორიზაცია

"თამამი გადაწყვეტილებაა", - მილანის პრეზიდენტმა კლუბიდან დონარუმას წასვლა შეაფასა

"თამამი გადაწყვეტილებაა", - მილანის პრეზიდენტმა კლუბიდან დონარუმას წასვლა შეაფასა
თარიღი 07 Oct 2021, 18:44

"მილანის" პრეზიდენტმა, პაოლო სკარონიმ გოლკიპერ ჯანლუიჯი დონარუმასთან კონტრაქტის არგახანგრძლივების თაობაზე კლუბის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს 22 წლის მეკარეს "როსონერისთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და "პარი სენ ჟერმენში" უფასოდ გადავიდა.

"თუ ფეხბურთელების ან აგენტების მოთხოვნების დაკმაყოფილება არ შეგვიძლია, განსხვავებულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ამ ადამიანებს კი წარმატებებს ვუსურვებთ".

"ძალიან გვიხარია, რომ მაიკ მენიანი დავიმატეთ, რომელიც არა მხოლოდ შესანიშნავი მეკარე, არამედ გასახდელში ლიდერიცაა".

"ამ გადაწყვეტილებით კმაყოფილები ვართ, ამავდროულად იმედი მაქვს, დონარუმა საკუთარი გადაწყვეტილებითაა კმაყოფილი".

"თამამი გადაწყვეტილება იყო - კომფორტის ზონის დატოვება. მას ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ. ვიმედოვნებ, "სან სიროზე" გულშემატკივრები მას მშვიდ ატმოსფეროში მიიღებენ", - ციტირებს სკარონის სიტყვებს Football Italia.