კარაგერი: "მანჩესტერი ფეხბურთელთა ჯგუფად რჩება და არა გუნდად, რონალდუმ პრობლემა უფრო გაამძაფრა"
"ლივერპულის" ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა "მანჩესტერ იუნაიტედის" შესახებ ისაუბრა.
"ისინი ფეხბურთელთა ჯგუფად რჩებიან და არა გუნდად. კრიშტიანუ რონალდუმ პრობლემა უფრო გაამძაფრა, ვიდრე გამოასწორა".
"აი, ჯერ კიდევ რატომ არ არიან ტოპ-ოთხეულის დანარჩენი გუნდების დონეზე, მიუხედავად შესანიშნავი შემადგენლობისა".
"ბოლო ორ საშინაო მატჩში 5 ქულა დაკარგეს და ეს მათ არასტაბილურობაზე მიუთითებს", - ციტირებს კარაგერის სიტყვებს The Telegraph.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, "ეშმაკუნები" ინგლისის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-4 ადგილს იკავებენ და ლიდერ "ჩელსის" ორი ქულით ჩამორჩებიან.