ავტორიზაცია

ლინეკერი: "კუმანი კლუბში ცუდ მომენტში მოხვდა, სულ მაინტერესებდა მესის გარეშე დარჩენილი ბარსელონა"

ლინეკერი: "კუმანი კლუბში ცუდ მომენტში მოხვდა, სულ მაინტერესებდა მესის გარეშე დარჩენილი ბარსელონა"
თარიღი 07 ოქტ 2021, 20:17

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, გარი ლინეკერმა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რონალდ კუმანის მუშაობის შესახებ ისაუბრა.

– ცოტა ხნის წინ წერდით, კუმანი "ბარსელონაში" შესანიშნავად მუშაობსო. ახლაც ასე ფიქრობთ?

"არ ვიცი! მეჩვენება, რომ ძალიან რთული სამუშაოა, "ბარსელონაში" ნებისმიერი მწვრთნელისთვის ცუდ მომენტში მოხვდა".

"ამ გუნდის ყველა მატჩს ვადევნებ თვალყურს, ჩემს მეორე კლუბად ვთვლი - "ლესტერის" შემდეგ".

"ყოველთვის ვუყურებ თამაშებს და ბოლო წლებში იმაზე ვფიქრობდი, თუ რა მოუვიდოდა გუნდს, თუ მესი წავიდოდა. ამის პასუხი თქვენს თვალწინაა", - ციტირებს ლინეკერის სიტყვებს Marca.