ავტორიზაცია

ბარსელონას დირექტორი მაისურების გაყიდვაზე: "მესის წასვლა დე იონგისა და დეპაის ხარჯზე ავანაზღაურეთ"

ბარსელონას დირექტორი მაისურების გაყიდვაზე: "მესის წასვლა დე იონგისა და დეპაის ხარჯზე ავანაზღაურეთ"
თარიღი 07 ოქტ 2021, 21:01

"ბარსელონას" გენერალურმა დირექტორმა, ფერან რევეტერმა თავდამსხმელ ლიონელ მესის "პსჟ"-ში წასვლის ეფექტი შეაფასა.

"ეჭვგარეშეა, რომ მესი ბევრი ჩვენგანისთვის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ვაალანიზებთ იმას, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ტრანსფერმა ჩვენზე".

"მაისურებთან დაკავშირებულ ვითარებას თვალყურს ვადევნებდით და გაგვიკვირდა, რომ დეპაისა და დე იონგის ფორმების გაყიდვით ყველა შესაძლო დანაკარგი ავინაზღაურეთ".

"რა თქმა უნდა, ყველა სპონსორი შეაფასებს იმას, თუ რას გამოიწვევს მესის წასვლა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ "ბარსას" ბრენდი ძალიან ძლიერია და თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, ასეც დარჩება".

"ახლა სიტუაცია უმჯობესდება და შემოსავლის გაზრდას ვგეგმავთ", - ციტირებს რევერტერის სიტყვებს Mundo Deportivo.