დორტმუნდს ჰოლანდის შენარჩუნება უნდა და ხელფასის ორჯერ გაზრდას ჰპირდება

"დორტმუნდს" თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის შენარჩუნება უნდა, რომლისადმიც ინტერესს არაერთი ტოპ-კლუბი იჩენს.
როგორც გავლენიანი გერმანული გამოცემა Bild-ის ჟურნალისტი, კრისტიან ფალკი იტყობინება, ბორუსიელები აპირებენ ნორვეგიელს შესთავაზონ კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ამჟამინდელზე ორჯერ მეტი ხელფასი ექნება.
თუ 21 წლის თავდამსხმელი მომავალი სეზონისთვის კლუბში დარჩენას დათანხმდება, მაშინ არა 8 მილიონ ევროს, არამედ 15 მილიონს გამოიმუშავებს.
ცნობისთვის, მოქმედი ხელშეკრულების ვადა "დორტმუნდთან" ჰოლანდს 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.
გერმანიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ერლინგმა 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მეტოქის კარი 7-ჯერ აიღო.