ავტორიზაცია

"არ შევმცდარვარ", - France Football-ი ლეო მესის ექსკლუზიურ ინტერვიუს აანონსებს

"არ შევმცდარვარ", - France Football-ი ლეო მესის ექსკლუზიურ ინტერვიუს აანონსებს
თარიღი 07 Oct 2021, 22:03

ავტორიტეტულმა Fance Football-მა ფრანგული ჟურნალის ოქტომბრის ნომრის გარეკანი გამოაქვეყნა, სადაც "პსჟ"-ს ფორვარდი, ლიონელ მესი მოგვევლინა.

როგორც მოგახსენეთ, მასზე 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავია გამოსახული, პარიზელთა სპორტულ ფორმაში.

"არ შევმცდარვარ", - წერია ექსკლუზიური ინტერვიუდან ამოღებულ და ჟურნალის გარეკანზე გამოტანილ ციტატაზე.

შეგახსენებთ, მესი "პარი სენ ჟერმენში" გასულ ზაფხულს კატალონიის "ბარსელონადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ცნობისთვის, ლეომ პარიზული კლუბის რიგებში მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 5 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.