ავტორიზაცია

"როცა ოქროს ბურთი მე მოვიგე, მესი და რონალდუ არ იყვნენ", - კანავარო ჟორჟინიოს შანსებს აფასებს

"როცა ოქროს ბურთი მე მოვიგე, მესი და რონალდუ არ იყვნენ", - კანავარო ჟორჟინიოს შანსებს აფასებს
თარიღი 07 Oct 2021, 23:20

იტალიის ეროვნული ნაკრების მცველმა, ფაბიო კანავარომ "ოქროს ბურთის" მოგების თაობაზე "ჩელსის" ნახევარმცველის, ჟორჟინიოს შანსები შეაფასა.

– გახდება თუ არა ჟორჟინიო "ოქროს ბურთის" თქვენი მემკვიდრე იტალიელთა შორის?

"ტიტულების გამო, ეს დაიმსახურა, მაგრამ რთული იქნება. როცა მე მოვიგე ეს ჯილდო, მესი და რონალდუ არ იყვნენ", - აცხადებს 2006 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელი AS-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, 2020 წელს 29 წლის იტალიელმა ნახევარმცველმა "ჩელსისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა, იტალიის ნაკრებთან ერთად კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

ცნობისთვის, ჟორჟინიო "არისტოკრატების" ღირსებას 2018 წლიდან იცავს და გუნდთან მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2023 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.