ავტორიზაცია

ლა ლიგის პრეზიდენტი: "ბარსელონა სიკვდილის პირას არ არის, მაგრამ რეალში უკეთესი სიტუაციაა"

ლა ლიგის პრეზიდენტი: "ბარსელონა სიკვდილის პირას არ არის, მაგრამ რეალში უკეთესი სიტუაციაა"
თარიღი 07 ოქტ 2021, 23:26

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა კატალონიის "ბარსელონას" ფინანსური მდგომარეობის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა.

"ბარსაში" ინსტიტუციონალური კრიზისი უფრო მაწუხებს, ვიდრე ეკონომიკური სიტუაცია. ახალი ხელძღვანელობა წინა ხელმძღვანელობის ნაგავში იქექება".

"მათი ანგარიშები გვაქვს, "ბარსა" სიკვდილის პირას არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში 500 მილიონ ევროიან სესხს ვერ აიღებდა (ალბათ, საუბარია Goldman Sachs-ის კრედიტზე)".

"ბარსაში" ყველაფერი არც ისე ცუდადაა, მაგრამ იმაზე უარესადაა, ვიდრე "რეალში", - თქვა ტებასმა L’Équipe-სთან ინტერვიუში.