ავტორიზაცია

"ბარსა ლეოსა და სხვა დანარჩენებზე მაღლა დგას", - ლაპორტამ მესის წასვლის მიზეზებზე ისაუბრა

"ბარსა ლეოსა და სხვა დანარჩენებზე მაღლა დგას", - ლაპორტამ მესის წასვლის მიზეზებზე ისაუბრა
თარიღი 08 Oct 2021, 22:45

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განმარტა, თუ რატომ ვერ გაუფორმა კლუბმა თავდამსხმელ ლიონელ მესის ახალი კონტრაქტი, რომელიც საბოლოო ჯამში "პსჟ"-ში გადავიდა.

"მესისთან ერთად, ფინანსურ ფეირ პლეის ვერ ვაკმაყოფილებდით. საკმარისი სახსრები არ გვქონდა იმისათვის, რათა მისი კონტრაქტი შრომის ხარჯებში ჩაგვერთო".

"აუდიტის ანგარიში გვქონდა, რომელმაც აჩვენა, რომ ლეოში ინვესტიციის ჩადება კლუბს რისკის ქვეშ დააყენებდა".

"ბარსა" მესიზე და ყველა დანარჩენზე მაღლა დგას. სახსრების მარაგი არ გვქონდა".

"მან თავისი ვარიანტი შემოგვთავაზა, ვცადეთ, თუმცა ხელფასისთვის საჭირო თანხის მისაღებად ირაციონალურ ოპერაციაზე წასვლა მოგვიწევდა - გარიგება CVC-სთან", - თქვა ლაპორტამ RAC1-თან ინტერვიუში.