ავტორიზაცია

"ბარსელონას ლეგენდაა და კლუბი უყვარს", - ლაპორტამ განმარტა, თუ რატომ არ გაათავისუფლა კუმანი

"ბარსელონას ლეგენდაა და კლუბი უყვარს", - ლაპორტამ განმარტა, თუ რატომ არ გაათავისუფლა კუმანი
თარიღი 08 Oct 2021, 23:12

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განმარტა, თუ რატომ არ გაათავისუფლა გუნდის მთავარი მწვრთნელი, რონალდ კუმანი.

"ყველა კულე, კუმანის ჩათვლით, შექმნილი ვითარებით იმედგაცრუებულია. პრეზიდენტმა სიტუაცია უნდა გაანალიზოს და გადაწყვეტილება მიიღოს. და მე, მას შემდეგ, რაც ჩემს სანდო ადამიანებს მოვუსმინე, მივედი დასკვნამდე, რომ ისე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც რაიკაარდის შემთხვევაში".

"კუმანი ნდობას იმსახურებს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ კულეა და "ბარსა" უყვარს. მასთან საუბრისას ეს ჩანს. მეორე, "ბარსელონას" ლეგენდაა, მნიშვნელოვანია ამის აღნიშვნა. გარდა ამისა, შეიქმნა სპორტული და ინსტიტუციური კრიზისი".

"უნდა გამეგო, ღირდა თუ არა გუნდის ნდობა. კუმანს ვკითხე: "ამ გუნდის გჯერა?" მიპასუხა: "რა თქმა უნდა, მაგრამ ტრავმირებულების გამოჯანმრთელებაა საჭირო. დავინახე მამაკაცი, რომელსაც გაგრძელება უნდა", - თქვა ლაპორტამ RAC1-თან ეთერში.

შეგახსენებთ, 58 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი "ლურჯ-ბროწეულისფრებს" სათავეში 2020 წლის ზაფხულიდან უდგას და მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება.