ავტორიზაცია

"იმედი მქონდა, რომ ეს არ მოხდებოდა", - დონარუმას მამა მისი შვილისადმი ფანების სტვენას გამოეხმაურა

"იმედი მქონდა, რომ ეს არ მოხდებოდა", - დონარუმას მამა მისი შვილისადმი ფანების სტვენას გამოეხმაურა
თარიღი 08 ოქტ 2021, 23:51

"პსჟ"-ს გოლკიპერ ჯანლუიჯი დონარუმას მამამ, ალფონსო დონარუმამ შვილის მიმართ გულშემატკირების რეაქციის გამო თავისი განცდების შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის ეგიდით, იტალიასა და ესპანეთის ნაკრებებს შორის "სან სიროზე" გამართული შეხვედრის მიმდინარეობისას ფანებმა "მილანის" ყოფილ ფეხბურთელს უსტვინეს.

"სტადიონზე ვიყავი და რა თქმა უნდა, მსგავსს ველოდი, მაგრამ მაინც მქონდა იმედი, რომ ეს არ მოხდებოდა".

"მაგრამ ჯიჯო თავისი ქვეყნისთვის თამაშობდა და არა კლუბისთვის. სტვენამ ჩვენზე მეტად ატკინა გული, მაგრამ ვერ გატეხა. ასეთ მომენტებში ის უფრო მოტივირებულია".

"ჯანლუიჯი მშვიდად არის, პარიზში კარგად მოეწყო და ბედნიერია. თავისი გზით მიდის და საკუთარ თავს ამ გზიდან გადახვევის უფლებას არ აძლევს. ამ სტვენაზე მაღლა დგას", - თქვა დონარუმას მამამ La Repubblica-სთან ინტერვიუში.