"ვიმედოვნებთ, მომდევნო კვირაში კარგ ამბებს გაგიზიარებთ", - ლაპორტა პედრისა და ფატის შესახებ

"ბარსელონას" პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელების, პედრისა და ანსუ ფატის შესახებ ისაუბრა.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელი ზემოთნახსენები მოთამაშეების კონტრაქტებთან დაკავშირებულ სიტუაციას შეეხო.
"პედრისა და ფატის კონტრაქტებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს", - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს "ბარსას" პრესსამსახური.
"იმედი გვაქვს, მომდევნო კვირაში კარგ ამბებს გაგიზიარებთ", - დასძინა კატალონიური გრანდის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, პედრისაც და ფატისაც "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურებათ.