ავტორიზაცია

ორი გუნდი, რომელიც პოგბასთვის ბრძოლაში ფავორიტად მოიაზრება

ორი გუნდი, რომელიც პოგბასთვის ბრძოლაში ფავორიტად მოიაზრება
თარიღი 09 ოქტ 2021, 10:25

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, პოლ პოგბა შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე კლუბიდან წავიდეს, იტყობინება იტალიელი ჟურნალისტი, რუდი გალეტი.

"ეშმაკუნები" 28 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ვერა და ვერ უთანხმდებიან.

იმ შემთხვევაში, თუ ახალი კონტრაქტი არ გაფორმდება, ზამთარში შეიძლება "იუვენტუსში" (ფეხბურთელისთვის სასურველი ვარიანტი) ან მადრიდის "რეალში" გადავიდეს, რომელიც სიტუაციას თვალყურს ადევნებს.

როგორც აღინიშნება, ამ დროისთვის, "პარი სენ ჟერმენის" ვარიანტი არ განიხილება.პოგბამ მიმდინარე სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედში" 9 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 შედეგიანი პასი გააკეთა.