ავტორიზაცია

"იმედი მაქვს, ბავშვობის ოცნებას ავიხდენ", - ბენზემა ოქროს ბურთის მოგების შანსებს აფასებს

"იმედი მაქვს, ბავშვობის ოცნებას ავიხდენ", - ბენზემა ოქროს ბურთის მოგების შანსებს აფასებს
თარიღი 09 ოქტ 2021, 14:58

მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ "ოქროს ბურთის" მოგების სურვილის შესახებ ისაუბრა და თავისი შანსები შეაფასა.

– საკუთარ "ოქროს ბურთის" მოგების რეალურ პრეტენდენტად განიხილავ?

"ბავშვობიდან ვოცნებობდი "ოქროს ბურთის" მოგებაზე. ეს ფეხბურთელთა უმეტესობის ოცნებაა. ფეხბურთი მართალია გუნდური თამაშია, მაგრამ ბუნებრივია, ნებისმიერი მოთამაშე ისწრაფვის ამ ჯილდოს მოგებისკენ, როცა გუნდს მოგებაში ეხმარები, წარმატებებში მნიშვნელოვან როლს თამაშობ, გამარჯვების მომტანი გოლები გაგაქვს".

"რა თქმა უნდა, ყველანაირად ვეცდები "ოქროს ბურთის" მოგებას. იმედი მაქვს, ოდესღაც ბავშვობის ოცნებას ავიხდენ", - ციტირებს 33 წლის ფრანგის სიტყვებს AS.

მიმდინარე სეზონში ბენზემამ ყველა ტურნირზე ერთად 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.