ანჩელოტი: "ბენზემას ოქროს ბურთის მოგება ნამდვილად შეუძლია"
"რეალის" მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი მიიჩნევს, რომ გუნდის თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა "ოქროს ბურთს" დაისაკუთრებს.
"კარიმი იმ ფეხბურთელთა სიაში უნდა იყოს, რომელთაც "ოქროს ბურთის" მოგება შეუძლიათ, იმის გამო, რასაც მოედანზე აკეთებს", - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს Marca.
"ამ ჯილდოს მოსაპოვებლად დრო აქვს. არა მგონია, ეს სეზონი მისთვის უკანასკნელი იყოს. ღვინოსავითაა, - რაც უფრო ძველია, მით უფრო უკეთესია", - დასძინა ანჩელოტიმ.
მიმდინარე სეზონში 33 წლის ფრანგმა ფორვარდმა ლა ლიგაში 8 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა საკუთარ აქტივში.