ავტორიზაცია

მაროტა: "იუვენტუსს ჰოლანდის ყიდვა 2 მილიონად შეეძლო, ახლა მისი სერია ა-ში ხილვა შეუძლებელია"

მაროტა: "იუვენტუსს ჰოლანდის ყიდვა 2 მილიონად შეეძლო, ახლა მისი სერია ა-ში ხილვა შეუძლებელია"
თარიღი 09 ოქტ 2021, 15:20

ამჟამად "ინტერის" გენერალურმა დირექტორმა, ბეპე მაროტამ იმის შესახებ ისაუბრა, რომ "იუვენტუსში" მუშაობის პერიოდში ერლინგ ჰოლანდის შეძენასთან იყო ახლოს.

"ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწუხარება ჰოლანდთან გარიგება გახლდათ. "იუვენტუსის" გენერალური დირექტორი ვიყავი და "მიოლდედან" მისი დამატება 2 მილიონ ევროდ შეგვეძლო. ჩვენთან გადმოსვლასთან ახლოს იყო".

"ახლა კი მისი სერია ა-ში ხილვა შეუძლებელია. იტალიურ კლუბებს მომავალ ზაფხულს მისი ყიდვის შანსები არ აქვთ", - ციტირებს მაროტას სიტყვებს AS.

შეგახსენებთ, 64 წლის ფუნქციონერი ტურინულ გრანდში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე 2010 წლიდან 2018 წლამდე მუშაობდა, შემდეგ კი აღნიშნული პოსტი "ინტერში" დაიკავა.

თავის მხრივ, ჰოლანდი "მიოლდეში" 2017 წლიდან 2019 წლამდე ასპარეზობდა. საბოლოო ჯამში, 21 წლის ნორვეგიელი "ზალცბურგში" გადავიდა, საიდანაც შემდგომ "დორტმუნდში" აღმოჩნდა.