ავტორიზაცია

ვინ შეცვლის კუმანს? — ბარსელონას ხელმძღვანელობამ ერთ კანდიდატურაზე უარი უკვე თქვა

ვინ შეცვლის კუმანს? — ბარსელონას ხელმძღვანელობამ ერთ კანდიდატურაზე უარი უკვე თქვა
თარიღი 09 ოქტ 2021, 15:47

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი, დიდი ალბათობით, კატალონიის "ბარსელონას" არ ჩაიბარებს.

გასულ კვირაში "ბლაუგრანას" ხელმძღვანელობამ, პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას მეთაურობით, გუნდის ამჟამინდელი თავკაცის, რონალდ კუმანის შეცვლის ვარიანტები განიხილა.

აღნიშნულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ 48 წლის ესპანელი სპეციალისტი ამ პოსტზე დანიშვნის საუკეთესო კანდიდატი არ არის, იტყობინება კატალონიური ტელეარხი Esport3.

მარტინესის მომსახურებაზე უარის თქმის ვარიანტს ემხრობოდა სპორტულ საკითხებში ლაპორტას მრჩეველი, იორდი კრუიფიც, მიუხედავად სპეციალისტთან არსებული კარგი ურთიერთობისა.

შეგახსენებთ, რობერტო მარტინესი ბელგიის ნაკრებს სათავეში 2016 წლიდან უდგას და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდს მე-3 ადგილი დააკავებინა.