ავტორიზაცია

"შესანიშნავი ბიჭია, მასთან ერთად თამაში ძალიან მომწონს", - ბენზემამ მბაპეს ფენომენი უწოდა

"შესანიშნავი ბიჭია, მასთან ერთად თამაში ძალიან მომწონს", - ბენზემამ მბაპეს ფენომენი უწოდა
თარიღი 09 ოქტ 2021, 17:58

"რეალის" თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ თანამემამულე და თანაგუნდელი კილიან მბაპე შეაქო, ვისთან ერთადაც საფრანგეთის ნაკრებში ასპარეზობს.

– როგორი ურთიერთობა გაქვს მბაპესთან? კარგი ბიჭია?

"ახალგაზრდაა, მაგრამ ძალიან ნიჭიერი. იმის გამო, როგორც თამაშობს, აგრეთვე ასაკიც გამოც - ფენომენია. ძალიან კარგი ფეხბურთელია, შესანიშნავი ბიჭი".

"მასთან ერთად თამაში ძალიან მომწონს, როგორც გრიზმანთან ერთად, რომელიც შესანიშნავად მოძრაობს შეზღუდულ სივრცეებში. მომწონს ნაკრებში მბაპესთან ერთად თამაში", - ციტირებს ბენზემას სიტყვებს AS.

მოგეხსენებათ, არ არის გამორიცხული, ბენზემამ და მბაპემ საკლუბო დონეზეც ერთად იასპარეზონ - მადრიდის "რეალი" "პსჟ"-ს 22 წლის სუპერვარსკვლავის ხელში ჩაგდების მთავარი ფავორიტია.