ავტორიზაცია

ტუხელი: "ჟორჟინიო ოქროს ბურთს იმსახურებს, ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია"

ტუხელი: "ჟორჟინიო ოქროს ბურთს იმსახურებს, ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია"
თარიღი 09 ოქტ 2021, 18:25

"ჩელსის" მთავარი მწვრთნელი, ტომას ტუხელი ფიქრობს, რომ "არისტოკრატთა" ნახევარმცველი, ჟორჟინიო "ოქროს ბურთს" იმსახურებს.

"ჟორჟინიო "ოქროს ბურთის" მოგებას იმსახურებს. ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, მისი მწვრთნელობა ჩემთვის სასიამოვნოა. ფეხბურთი შესანიშნავად ესმის".

"ჩემთვის ინდივიდუალურ ჯილდოებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სხვადასხვა როლის მქონე ფეხბურთელების შედარება რეალურად შეუძლებელია".

"ვისურვებდი, რომ ჩემს ერთ-ერთ შეგირდს "ოქროს ბურთი" მოეგო, რადგან მესმის, როგორი ეფექტი ექნება. ჟორჟინიო კარგი ადამიანი და ჩინებული ფეხბურთელია, მაგრამ საერთო ჯამში ეს ("ოქროს ბურთის" მოგება) ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის", - თქვა გერმანელმა სპეციალისტმა ტრენტოში გამართულ სპორტულ ფესტივალზე.

შეგახსენებთ, 29 წლის იტალიელმა ნახევარმცველმა გასულ სეზონში "ჩელსისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა, ეროვნულ ნაკრებთან ერთად კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო.

"როცა ოქროს ბურთი მე მოვიგე, მესი და რონალდუ არ იყვნენ", - კანავარო ჟორჟინიოს შანსებს აფასებს