ავტორიზაცია

"რა აკლია საქართველოს ნაკრებს?" - სანიოლმა მარცხის მიზეზებზე ისაუბრა

"რა აკლია საქართველოს ნაკრებს?" - სანიოლმა მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
თარიღი 09 ოქტ 2021, 22:42

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების თავკაცმა ვილი სანიოლმა გააკეთა.

"მაღალი დონის ფეხბურთს მხოლოდ ტალანტები არ ქმნიან. დრიბლინგები მაღალი დონის ფეხბურთს არ ნიშნავს. მაღალი დონის ფეხბურთელია ბრძოლა, დისციპლინა, გუნდურობა და ყოველ წამს აგრესიული თამაში. 

ამ მატჩმა დაგვანახა, რომ თუ ნიჭიერი ხარ და ბოლომდე არ დაიხარჯე, სასურველ შედეგს ვერ მიაღწევ.

როდესაც მოედანზე ოქრიაშვილი შემოვიდა, მან დიდი სამუშაო გასწია. ბედნიერი ვარ, რომ ის ნაკრებშია - ბურთს ინარჩუნებდა, ორთაბრძოლებს იგებდა და ეს პირველ ტაიმში გვაკლდა.

საქართველოს ნაკრებს მონდომებდა და თავდადება აკლია. ამ მატჩში კარგიც ვიპოვე. საბოლოოდ, არ გაგვიმართლა, რადგან ბოლო წუთებზე დავკარგეთ ქულები. მარცხი გუნდზე ცუდად მოქმედებს, თუმცა იმედია, კოსოვოსთან მოსაგებად ვითამაშებთ.

ჩვენ არ გვყავდა მსოფლიო დონის მოთამაშეები. ყველას სჭირდება აქტიური მომზადება და ყოველდღიური ფიქრი იმაზე, როგორ განვითარდეს.

გიორგი აბურჯანია კლუბში რთულ სიტუაციაშია, ბევრს არ თამაშობს, მაგრამ ვენდობი. მან ნელ-ნელა კლუბში თამაში უნდა დაიწყოს, თორემ მომავალში ნაკრებში თამაში გაუჭირდებათ და მათი გამოძახება აღარ შემეძლება", - განაცხადა სანიოლმა.