საბერძნეთის მწვრთნელი: "საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა, ისინი ბოლოს გავტეხეთ"
მსოფლიო ჩემპიოონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.
მატჩის შემდეგ კომენტარი ბერძენთა მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან სხიპმა გააკეთა.
"რთული თამაში იყო, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვება და სასურველი შედეგის მიღწევა იყო და ეს გავაკეთეთ.
უკეთესი გუნდი ვიყავით და როცა 0:0 იყო, მაინც მეტოქეზე უკეთესად ვთამაშობდით. ახლა მომდევნო მატჩზე უნდა გადავერთვოთ.
ვფიქრობ, საქართველოს ნაკრებმა კარგად ითამაშა, ბოლო წუთებამდე 0:0 იყო და ბოლოს ისინი მაინც გავტეხეთ.
VAR-მა ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყვიტა და ეს გამართლებული იყო. როცა თამაშის სტარტიდან ბოლომდე უტევ და მომენტბს ქმნი, ბოლოს შედეგს აღწევ.
საქართველოს ნაკრებიდან ხვიჩა კვარაცხელიას და კიდევ რამდენიმეს გამოვარჩევდი", - განაცხადა ბერძენთა თავკაცმა.