ავტორიზაცია

ლეონარდო: "რასაც რეალი აკეთებს მბაპეს უპატივცემლობაა, ისინი სასჯელს იმსახურებენ"

ლეონარდო: "რასაც რეალი აკეთებს მბაპეს უპატივცემლობაა, ისინი სასჯელს იმსახურებენ"
თარიღი 10 ოქტ 2021, 14:13

„პსჟ-ს“ სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ აღნიშნა, რომ კილიან მბაპეზე მუდმივი საუბრების გამო, მადრიდის „რეალი“ სასჯელს იმსახურებს.

„მე ვფიქრობ, რომ „რეალი“ უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ მუდმივად კილიან მბაპეზე ლაპარაკობენ. ის ჩვენი ფეხბურთელია.

ჩვენი მიზანი არასდროს შეცვლილა, მბაპეს გარეშე მომავალი არასდროს დაგვიგეგმავს და შესაბამისად, მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება გვინდა. 

მადრიდელები ამას უარყოფენ, მაგრამ მე დღემდე მჯერა, რომ „რეალი“ მბაპეში ფულის გადახდას არც აპირებდა და ორი წელია მის უფასოდ გადაბირებაზე მუშაობს. ეს მბაპეს მიმართ უპატივცემლობაა, რადგან რიგით ფეხბურთელზე კი არა, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესოზეა საუბარი.“ - ციტირებს ლეონარდოს სიტყვებს ჟურნალისტი და ინსაიდერი ფაბრიციო რომანო.

გასულ ზაფხულს მბაპეს „რეალში“ გადასვლა სურდა და „სამეფო კლუბმა“ პარიზელებს რამდენიმე შეთავაზებაც გაუკეთა, მაგრამ უარი მიიღო. მომავალ ზაფხულს ფრანგი თავისუფალი აგენტი ხდება და შეიძლება „რეალში“ უფასოდ გადავიდეს.