ავტორიზაცია

დროგბა: "მბაპეს საკითხში ცოტა ზედმეტი მოგვდის"

დროგბა: "მბაპეს საკითხში ცოტა ზედმეტი მოგვდის"
თარიღი 10 ოქტ 2021, 18:00

ლეგენდარულმა ექს-ფორვარდმა დიდიე დროგბამ, „პარი სენ-ჟერმენის“ და საფრანგეთის ნაკრების შემტევზე, კილიან მბაპეზე ილაპარაკა.

„მბაპეს საკითხში ცოტა ზედმეტი მოგვდის. ხშირად გვავიწყდება, რომ კილიანი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და სწავლი სპროცესში იმყოფება.

ის ფარგლებს უკვე გასცდა? დიახ, მაგრამ განა არის ეს მიზეზი რომ მას ხელები შევაწმინდოთ? საფრანგეთშ ხალხი აზრს ძალიან მალ-მალე იცვლის.“ - ციტირებს დროგბას სიტყვებს TF1.

მბაპე „პსჟ-ს“ ძირითად გუნდში 2017 წლიდან ასპარეზობს, სადაც „მონაკოდან“ გადავიდა. მიმდინარე სეზონში მან ლიგა 1-ს 9 მატჩში 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ფრანგ ფეხბურთელს ბოლო დროს ფრანგული პრესისგან ბევრი კრიტიკა ხვდება - ევრო 2020-ზე მან გადამწყვეტი პენალტი გააცუდა, შემდეგ კი „პსჟ-ს" ახალ კონტრაქტზე უარი რამდენჯერმე უთხრა, რასაც გულშემატკივრები დღემდე ვერ პატიობენ.