ავტორიზაცია

სახელდება მიზეზი, რის გამოც პოგბას იუვენტუსში ტრანსფერი პრაქტიკულად შეუძლებელია

სახელდება მიზეზი, რის გამოც პოგბას იუვენტუსში ტრანსფერი პრაქტიკულად შეუძლებელია
თარიღი 10 ოქტ 2021, 19:00

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველისა და ერთ-ერთი ლიდერის, პოლ პოგბას მომავალი კვლავაც გაურკვეველია.

მოგეხსენებათ, 28 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს "ეშმაკუნებთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა მომავალ ზაფხულს ეწურება.

როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა Tuttosport იტყობინება, პოგბას "იუვენტუსში" დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელია - თავისუფალი აგენტის სტატუსითაც კი.

საქმე პოლის ხელფასს ეხება. წლიური ანაზღაურების სახით იგი არანაკლებ 15 მილიონ ევროს მოითხოვს.

შედარებით სავარაუდო "მონაკოს" ნახევარმცველის, ორელიენ ტჩუამენის ტრანსფერია. 21 წლის ფეხბურთელი "იუვეს" კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ამავდროულად ასეთ მაღალ ხელფასს არ ითხოვს.