მოლაპარაკებები ყოველდღიურად მიმდინარეობს — ბარსელონა დემბელეზე ზეწოლას ახდენს
"ბარსელონა" თავდამსხმელ უსმან დემბელესა და მის გარშემომყოფებზე კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ზეწოლას ახდენს, წერს ესპანური გამოცემა Diario Sport.
24 წლის ფრანგს "ლურჯ-ბროწეულისფრებთან" მოქმედი ხელშეკრულების ვადა 30 ივნისს ეწურება. გასულ ზაფხულს კატალონიურ კლუბში ფეხბურთელს აცნობეს, რომ არ ითამაშებს, თუ ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს. მზად არის თუ არა ახლა "ბარსა" ამ ნაბიჯის გადადგმისთვის, ჯერჯერობით უცნობია.
"ბარსელონას" დირექტორი, მატეუ ალემანი პრაქტიკულად ყოველდღე აწარმოებს დემბელეს აგენტთან მოლაპარაკებებს. შეთანხმება ადვილი არ არის - ნაწილობრივ კატალონიური კლუბის ფინანსური მდგომარეობის გამო.
პოზიტიურ მხარესაც ვხედავთ - თავად დემბელე "ბარსაში" კომფორტულად გრძნობს თავს და დარჩენა უნდა, რათა დაამტკიცოს, რომ შეუძლია კატალონიაში მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდეს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი მომდევნო კვირაში დაბრუნდება და "ვალენსიასთან" ითამაშებს. ტრავმის გამო, მას ამ სეზონში ჯერ არ უთამაშია, ბოლოს კი ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა ივნისში მიიღო.
ხელფასის შემცირება გარდაუვალია — ბარსელონა დემბელეს ახალი კონტრაქტის ორ ვარიანტს სთავაზობს