ავტორიზაცია

"ნებისმიერი სხვა შედეგი უცნაურად მომეჩვენება", - მანჩინიმ ოქროს ბურთის ფავორიტი დაასახელა

"ნებისმიერი სხვა შედეგი უცნაურად მომეჩვენება", - მანჩინიმ ოქროს ბურთის ფავორიტი დაასახელა
თარიღი 10 ოქტ 2021, 20:52

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ "ოქროს ბურთის" პრეტენდენტების შესახებ ისაუბრა.

"სკუადრა აძურას" დამრიგებლის განცხადებით, მისი ფავორიტი ეროვნული გუნდისა და "ჩელსის" ნახევარმცველი, ჟორჟინიოა.

"ჩემს ფეხბურთელებს კანდიდატთა სიაში იმიტომ არ ვხედავთ, რომ ამაში ხელი მე ჩავყავი, არამედ იმიტომ, რომ კარგები არიან".

"ვფიქრობ, ჯილდო ჟორჟინიოს უნდა გადაეცეს. ყველაფერი მოიგო და მისი მოგებაც დაიმსახურა. ნებისმიერი სხვა შედეგი უცნაურად მომეჩვენება", - ციტირებს მანჩინის სიტყვებს Sky Sport Italia.

ცნობისთვის, 29 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში "ჩელსისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა, იტალიის ნაკრებთან ერთად კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო.