"ვინ არ ოცნებობდა ბავშვობაში ამაზე?", - ჟორჟინიო ოქროს ბურთის მოგების შანსების შესახებ

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "ჩელსის" ნახევარმცველმა, ჟორჟინიომ "ოქროს ბურთის" მოგებასთან დაკავშირებით თავისი შანსები შეაფასა.
"სკუადრა აძურასა" და "არისტოკრატების" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის თქმით, ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს მოგებაზე ოცნებობს.
"და ვინ არ ოცნებობდა ბავშვობაში ამაზე", - ციტირებს 29 წლის ფეხბურთელის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.
"შესაძლებელია იოცნებო პატარაზეც და დიდზეც, განსხვავება არ არის. მაგრამ მე მირჩევნია დიდზე ვიოცნებო", - დასძინა ჟორჟინიომ.
ცნობისთვის, გასული სეზონის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა "ჩელსისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა, იტალიის ნაკრებთან ერთად კი ევროპის ჩემპიონატი მოიგო.