ავტორიზაცია

ეტო'ო: "კლასიკოში მითამაშია და ვიცი, რომ ბარსა - რეალი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე უკეთესია"

ეტო'ო: "კლასიკოში მითამაშია და ვიცი, რომ ბარსა - რეალი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე უკეთესია"
თარიღი 10 ოქტ 2021, 22:26

მადრიდის "რეალისა" და კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა, სამუელ ეტო'ომ "ელ კლასიკოს" შესახებ ისაუბრა.

"არავინ უყურებს, კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს თუ მესი, ყველას იმის იმედი აქვს, რომ თავისი საყვარელი გუნდი გაიმარჯვებს".

"კლასიკოში" მითამაშია და ვიცი, რომ მსოფლიოში საუკეთესო მატჩია, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არ მითამაშია. "ბარსა" - "რეალი" ჩემპიონთა ლიგის ფინალზე უკეთესია".

"ბარსელონამ" ცუდად დაიწყო, მაგრამ ეს უნიკალური გამოწვევაა. ფეხბურთელებმა ამით უნდა ისარგებლონ. უნდა ესმოდეთ, რომ გამარჯვება შეიძლება 6-ქულიანი იყოს", - ციტირებს კამერუნელის სიტყვებს TMW.

შეგახსენებთ, უახლოესი "ელ კლასიკო" 24 ოქტომბერს, ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით გაიმართება.