ავტორიზაცია

ეტო'ო: "ბარსელონას კრიზისიდან ამოყვანა მხოლოდ ლაპორტას შეუძლია"

ეტო'ო: "ბარსელონას კრიზისიდან ამოყვანა მხოლოდ ლაპორტას შეუძლია"
თარიღი 07 Oct 2021, 10:52

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა, სამუელ ეტო'ომ კლუბის რთული პერიოდების შესახებ ისაუბრა.

"ცოტახნის წინ გავიგე, ლაპორტამ თქვა, რომ თავდაჯერებულობას ინარჩუნებს. ჟოანს ვიცნობ, ის იმას ამბობს, რასაც სინამდვილეში ფიქრობს. "ბარსა" უყვარს და მისი გულშემატკივარი იყო იქამდე, სანამ პრეზიდენტი გახდებოდა".

"ბარსას" მესისთან ერთად ხილვას ვართ მიჩვეულები. ახლა, როცა ახალი ეტაპისთვის გავდივართ ადაპტაციას, გუნდს დრო უნდა მივცეთ, მაგრამ იმედი მაქვს, საბოლოოდ ეს ბევრ სიხარულსა და ტიტულს მოგვიტანს".

"ვფიქრობ, ჟოანს გეგმა აქვს. მისი რწმენა არ დაკარგოთ, რადგან ძალიან ჭკვიანია. დიდი პატივია, როცა ის შენი ძმაა და არა მეგობარი. ყოველთვის მის მხარეს ვიქნები".

"ამ ბოლო დროს ვესაუბრები. ყოველთვის "ბარსას" სასიკეთოდ ეძებს გადაწყვეტილებებს და ეჭვი არ მეპარება, რომ საუკეთესო გამოსავალს იპოვის", - ციტირებს ეტო'ოს სიტყვებს Marca.