პოჩეტინო: "არავინ არ ელოდა, რომ მესი ბარსელონას დატოვებდა"
„პსჟ-ს“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ, ლეო მესის ტრანსფერზე ილაპარაკა.
„ალბათ, მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. მისი შემადგენლობაში ყოლა - კოზირია. მისი „ბარსელონური“ ისტორიის ასე დასრულებას არავინ არ ელოდა, ალბათ, ის თავადაც კი.
პრეზიდენტმა, ლეონარდომ და კლუბმა დიდი შრომა გასწიეს, როცა მესი დაიმატეს. ამან პარიზში და მთელ მსოფლიოში ნამდვილი აჟიოტაჟი გამოიწვია.“ - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს Marca.
5 აგვისტოს „ბარსელონამ“ დაადასტურა, რომ ფინანსური პრობლემების გამო ლეო მესისთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას ვერ მოახერხებს.
10 აგვისტოს არგენტინელი შემტევი „პსჟ-ს“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა და გუნდთან 2+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.