ვერატი: "მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია, მისი ასაკი გავიწყდება, როცა შენს გვერდით თამაშობს"
"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ თავდამსხმელ ლიონელ მესისთან ერთად თამაშის შესახებ ისაუბრა.
"ცხოვრებამ პარიზში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად ყოველდღე თამაშის შესაძლებლობა მომცა. ფიზიკურად მწყობრშია, ხოლო როცა ბურთითაა, კიდევ უფრო უკეთესად".
"როცა მის გვერდით თამაშობ, მისი ასაკი გავიწყდება. ისეთი ძლიერი იყო, როცა ჩვენს წინააღმდეგ თამაშობდა, ახლა კი ამით ჩვენ შეგვიძლია ვისარგებლოთ", - თქვა ვერატიმ France Bleu-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, 34 წლის არგენტინელი სუპერვარსკვლავი პარიზელებს გასულ ზაფხულს "ბარსელონადან" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
თავის მხრივ, ვერატი "პარი სენ ჟერმენის" ღირსებას 2012 წლიდან იცავს, 28 წლის იტალიელს მოქმედი კონტრაქტის ვადა პარიზელებთან 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.