დაზიანება და დისკვალიფიკაცია - საქართველოს კოსოვოსთან მატჩისთვის 3 ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრებს, 12 ოქტომბერს, კოსოვოსთან გასამართი მატჩისთვის საბერძნეთთან შეხვედრის შემდეგ 3 ფეხბურთელი გამოაკლდა.
ჯაბა კანკავა და გიორგი აბურჯანია პრიშტინაში გასამართ დაპირისპირებას დისკვალიფიკაციის, ხოლო გიორგი მიქაუტაძე დაზიანების გამო გამოტოვებს. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი იუწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრები კოსოვოში 11 ოქტომბერს ბათუმიდან ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრება. მატჩის განაცხადში 22 ფეხბურთელი იქნება.
კოსოვოსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 12 ოქტომბერს პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.