ავტორიზაცია

"მოგვეცით შანსი ისეთ ფეხბურთელებს, ვინც იბრძოლებს", - ქართველი ფეხბურთელი ნაკრებზე

"მოგვეცით შანსი ისეთ ფეხბურთელებს, ვინც იბრძოლებს", - ქართველი ფეხბურთელი ნაკრებზე
თარიღი 09 ოქტ 2021, 23:15

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები საბერძნეთს დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ კომენტარი ისრაელის "ჟიონას" ფეხბურთელმა ლევან კუტალიამ გააკეთა.

"პირველი იმით მინდა დავიწყო რო დღეს ისეთი რთული და ტრაგიკული დღე იყო რამხელა ოჯახებისთვის და ასევე ქვეყნისთვის ამ დღეს როცა თამაში გაქვს თავი უნდა მოიკლა რო არ წააგო კი არა უნდა მოიგო თამაში, რომ ხალხი მცირედით გაახარო.

მეორე რამდენი წელია კიდე არ მოგვიგია თამაში არც გვახსოვს… იქნება მოგვცეთ ისეთ ხალხს შანსი ჩავიცვათ ნაკრების ფორმა რომელიც თავს არ დაზოგავს და თავს შეაკლავს,ფეხბურთია მესმის არ გამოგივიდეს თამაში მაგრამ ბრძოლა ჟინი უნდა გეტყობოდეს!", - წერს კუტალია.

შეგახსენებთ, რომ კუტალია 2 წლის წინ "დინამო თბილისთან" ერთად ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა.