ავტორიზაცია

როგორ დასრულდა ერთა ლიგის A დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირთა დავა?

როგორ დასრულდა ერთა ლიგის A დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირთა დავა?
თარიღი 11 ოქტ 2021, 00:54

დღეს ოფიციალურად დასრულდა ერთა ლიგა და მასთან ერთად, ცნობილი გახდა A ლიგის საუკეთესო ბომბარდირის ვინაობაც.

ერთა ლიგის A ლიგაში ყველაზე მეტი გოლის გატანა რომელუ ლუკაკუმ მოახერხა, რომლის ბელგიის ნაკრებიც ტურნირზე ნახევარფინალში გავიდა, თუმცა ეს მატჩიც წააგო და შემდეგ, მესამე ადგილისთვის გამართული დაპირისპირებაც. შესაბამიად, მეოთხე ადგილს დასჯერდა.

ბომბარდირთა დავაში ხუთეული კი ასე გადანაწილდა.

1 . რომელუ ლუკაკუ (ბელგია) – 5 გოლი, 1 ასისტი

2. ტიმო ვერნერი (გერმანია) – 4 გოლი, 1 ასისტი

3-4. კრისტიან ერიქსენი (დანია) – 4 გოლი

3-4. ფერან ტორესი (ესპანეთი) – 4 გოლი

5. დიოგუ ჟოტა (პორტუგალია) – 3 გოლი, 2 ასისტი.