ავტორიზაცია

VIDEO: მესი-სუარესის შეხვედრა არგენტინელის გამარჯვებით დასრულდა - 3:0 ლეოს სასარგებლოდ

თარიღი 11 ოქტ 2021, 10:28

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა მიიღო ერთ-ერთი ყველაზე პრინციპული მოწინააღმდეგე, ურუგვაი, რომელიც 3:0 გაანადგურა.

"ალბისელესტეს" მხრიდან გოლები გაიტანეს ლიონელ მესიმ, როდრიგო დე პაულმა და ლაუტარო მარტინესმა. "თეთრ-ლურჯებმა" ლიდერ ბრაზილიასთან სხვაობა შეამცირეს 6 ქულამდე, 28:22.