ავტორიზაცია

ბასილაშვილის წარმატებული სტარტი - ქართველი ჩოგბურთელი ინდიანა უელსის 1/16 ფინალში გავიდა

ბასილაშვილის წარმატებული სტარტი - ქართველი ჩოგბურთელი ინდიანა უელსის 1/16 ფინალში გავიდა
თარიღი 11 ოქტ 2021, 10:53

ნიკოლოზ ბასილაშვილმა "ინდიანა უელსი" წარმატებით დაიწყო. ქართველმა ჩოგბურთელმა დაამარცხა კრისტოფერ ეიბანკსი, 2:0. აღსანიშნავია, რომ ორივე სეტი სწორედ ამერიკელი გამარჯვებით იწყებოდა.

საბოლოოდ კი დაფიქსირდა 6:4 და 6:3 29-წლის სპორტსმენის სასარგებლოდ. ბასილაშვილი მეთექვსმეტედფინალშია, სადაც მისი მოწინააღმდეგე ალბერტ რამოს-ვინიოლა იქნება.

შეხვედრა გაიმართება სამშაბათს, 12 ოქტომბერს, ჩვენი დროით 22:00 საათზე. ცნობისთვის, ქართველ ჩოგბურთელს თავისი მომავალი მეტოქე ერთხელ უკვე ჰყავს დამარცხებული.

2018 წელს დოჰაში, ნიკოლოზმა 2:1 იმარჯვა. აქვე დავამატებთ, 29-წლის სპორტსმენი ამ დროისთვის არის 36-ე ჩოგანი, მისი ესპანელი ვიზავი კი 48-ე. წარმატებები ვუსურვოთ ბასილაშვილს!