ავტორიზაცია

80 გოლი ნაკრებში - მესიმდე, რამდენმა ფეხბურთელმა მოახერხა ასეთი ნიშნულის მიღწევა?

80 გოლი ნაკრებში - მესიმდე, რამდენმა ფეხბურთელმა მოახერხა ასეთი ნიშნულის მიღწევა?
თარიღი 11 ოქტ 2021, 19:12

როგორც მოგეხსენებათ, მსოფლიო საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში არგენტინამ ურუგვაი 3:0 გაანადგურა.

მატჩის პირველი გოლი „პსჟ-ს“ შემტევმა ლეო მესიმ შეაგდო, რომლისთვისაც ეს გოლი ნაკრებში მე-80 აღმოჩნდა.

ცნობისთვის, ლეო მესი პირველი სამხრეთამერიკელი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც საკუთარი ნაკრების მაისურით 80-გოლიან ნიშნულს მიაღწია.

მესის შემდეგ, სამხრეთამერიკელებს შორის ყველაზე კარგი შედეგი ლეგენგდარულ პელეს აქვს, რომელმაც ბრაზილიის ნაკრების მაისურით 77-ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით თუ ავიღებთ, მესიმდე ნაკრებში 80 და მეტი გოლის გატანა შემდეგმა ფეხბურთელებმა მოახერხეს:

ფერენც პუშკაში (უნგრეთი - 84), მოჰტარ დახარი (მალაიზია - 89), ალი დაეი (ირანი, - 109), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია - 112).