ავტორიზაცია

"ჩემპიონთა ლიგის მოგების სანაცვლოდ ბონუსი მოვითხოვე", - ეტო'ომ 2009 წელს ინტერში ტრანსფერი გაიხსენა

"ჩემპიონთა ლიგის მოგების სანაცვლოდ ბონუსი მოვითხოვე", - ეტო'ომ 2009 წელს ინტერში ტრანსფერი გაიხსენა
თარიღი 11 ოქტ 2021, 20:52

ვეტერანმა კამერუნელმა თავდამსხმელმა, სამუელ ეტო'ომ 2009 წელს "ბარსელონადან" "ინტერში" გადასვლა გაიხსენა.

"როცა კონტრაქტს მოვაწერე ხელი, ჩემი მოთხოვნები და შემოთავაზებული ხელფასი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, ამიტომაც ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის ბონუსის დამატება მოვითხოვე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ორი წლის მანძილზე ამ ტურნირის გამარჯვებულები გავხდებოდით".

"ნამდვილი მებრძოლებისა და კარგი ადამიანების გუნდი ვიყავით, გვყავდა მწვრთნელი, რომელსაც ჩვენი ესმოდა და ჩვენი გულშემატკივრები".

"ბარსელონასთან" მატჩში გაგვიმართლა, მაგრამ ეს უკვე მას შემდეგ მოხდა, როცა მთელი სეზონის მანძილზე ვიბრძოლეთ", - ციტირებს ეტო'ოს სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, 2009/10 წლების სეზონში "ინტერმა" ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით ტრიპლეტი მოიგო.