ავტორიზაცია

გიორგი ჩაკვეტაძე კოსოვოსთან მატჩში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება

გიორგი ჩაკვეტაძე კოსოვოსთან მატჩში საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარება
თარიღი 11 Oct 2021, 21:15

ბელგიური გენტის 22 წლის ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებს კოსოვოს წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება და წერენ, რომ ფეხბურთელმა გუნდთან ერთად გამგზავრება სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის ნიშნების გამო ვერ შეძლო.

პრიშტინაში ჩვენი გუნდი 21 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება.

კოსოვოსა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 12 ოქტომბერს პრიშტინას ფადილ ვოკრის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ კოსოვოს წინააღმდეგ ვერ დაგვეხმარებიან დისკვალიფიკაციის გამო ჯაბა კანკავა და გიორგი აბურჯანია. დაზიანება მიიღო გიორგი მიქაუტაძემაც.