ავტორიზაცია

"ამაზე საუბარი მიჭირს", - რობერტო მარტინესის განცხადება ბარსელონაში შესაძლო დანიშვნაზე

"ამაზე საუბარი მიჭირს", - რობერტო მარტინესის განცხადება ბარსელონაში შესაძლო დანიშვნაზე
თარიღი 11 ოქტ 2021, 21:21

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა "ბარსელონას" შესაძლო გაწვრთნასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე განცხადება გააკეთა.

"ამაზე საუბარი მიჭირს. 5 წელია ბელგიის ნაკრებში ვმუშაობ და 100 პროცენტით ამ თანამდებობაზე ვარ კონცენტრირებული".

"მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადებას ვგეგმავთ. მეტს ვერაფერს ვიტყვი", - ციტირებს მარტინესის სიტყვებს გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, რობერტო მარტინესი ბელგიის ნაკრებს სათავეში 2016 წლიდან უდგას და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გუნდს მე-3 ადგილი დააკავებინა.