ავტორიზაცია

მანჩესტერ იუნაიტედის პრიორიტეტული დავალება ბრუნო ფერნანდეშს უკავშირდება

მანჩესტერ იუნაიტედის პრიორიტეტული დავალება ბრუნო ფერნანდეშს უკავშირდება
თარიღი 11 ოქტ 2021, 21:30

"მანჩესტერ იუნაიტედი" გუნდის ნახევარმცველ ბრუნო ფერნანდეშთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, ივლისამდე კლუბისთვის ახალი ხელშეკრულების გაფორმებაა პრიორიტეტული მიზანი. მხარეები კონტრაქტისა და ხელფასის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ხელშეკრულება შეიძლება 2026 წლამდე იყოს გათვლილი.

მიმდინარე სეზონში 27 წლის პორტუგალიელმა ნახევარმცველმა ინგლისის ჩემპიონატში 7 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.

Transfermarkt-ის ვერსიით, "ეშმაკუნების" ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი ამჟამად 90 მილიონ ევროს შეადგენს. მოქმედი კონტრაქტის ვადა მას 2025 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.