ავტორიზაცია

სქოულზი: "რატომ უნდა წავიდეს პოგბა ინგლისიდან? რეალში და ბარსაში სრული არეულობაა"

სქოულზი: "რატომ უნდა წავიდეს პოგბა ინგლისიდან? რეალში და ბარსაში სრული არეულობაა"
თარიღი 11 ოქტ 2021, 22:11

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა გუნდის სუპერვარსკვლავის, პოლ პოგბას მომავალზე ისაუბრა.

"არ მესმის, რატომ უნდა მოინდომოს წასვლა. რატომ უნდა წავიდეს ინგლისიდან?".

"შეხედეთ "რეალს" - ესპანეთის ლიგა არ არსებობს. "რეალში" და "ბარსელონაში" სრული არეულობაა. "პსჟ" მისთვის შეიძლება ვარიანტი იყოს, მაგრამ ინგლისი ამჟამად საუკეთესოა".

"შეხედეთ პრემიერ ლიგის ოთხ საუკეთესო გუნდს. ამ გუნდებში საუკეთესო ფეხბურთელები, საუკეთესო მწვრთნელები არიან შეკრებილნი. რატომ უნდა წავიდეს?".

"სხვა მხრივ, ყველაფერი კლუბზეა დამოკიდებული. თუ მის შენარჩუნებას მოინდომებენ, მაშინ ძალიან კარგი. თუ ამას არ გააკეთებენ - ღირს დამშვიდობება", - ციტირებს სქოულზის სიტყვებს The Sun.