მარჩელო ლიპიმ და არიგო საკიმ ამ წელს ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელეს

სხვადასხვა პერიოდში იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელების, მარჩელო ლიპისა და არიგო საკის აზრით, "ჩელსის" ნახევარმცველი, ჟორჟინიო "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში ფავორიტია.
"ამ წელს "ოქროს ბურთი" ჟორჟინიომ უნდა მოიგოს და არა სხვა პრეტენდენტმა", - თქვა ლიპიმ ღონისძიება Festival dello Sport-ზე.
"აბსოლუტურად თანახმა ვარ", - დაამატა საკიმ.
ამ კალენდარულ წელს 29 წლის იტალიელმა ევრო 2020 მოიგო, საკლუბო დონეზე კი ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის სუპერთასის გამარჯვებული გახდა.
ცნობისთვის, Transfermarkt-ის ვერსიით, ჟორჟინიოს სატრანსფერო ფასი ამჟამად 45 მილიონ ევროს შეადგენს.