ავტორიზაცია

ესპანელი ჟურნალისტი მბაპეს გოლზე: "აშკარად თამაშგარე მდგომარეობაში იყო"

ესპანელი ჟურნალისტი მბაპეს გოლზე: "აშკარად თამაშგარე მდგომარეობაში იყო"
თარიღი 11 ოქტ 2021, 22:39

ესპანელმა არბიტრმა, ალფონსო პერეს ბურულმა ერთა ლიგის ფინალში ესპანეთის ნაკრების კარში ფრანგების მიერ გატანილ მეორე გოლზე განცხადება გააკეთა.

მე-80 წუთზე, "მამლების" თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ "ფურია როხას" კარი აიღო და ფრანგები წინ გაიყვანა - 2:1. ეს გოლი საფრანგეთისთვის გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

თუმცა, არ არის გამორიცხული, ფეხბურთელი გატანილი ბურთის ეპიზოდში თამაშგარე მდგომარეობაში ყოფილიყო.

"წარმოუდგენელია, რომ ხაზი არ გაავლეს, როცა ფრანგი აშკარად თამაშგარე მდგომარეობაშია", - ციტირებს ესპანელი არბიტრის სიტყვებს Marca.

ცნობისთვის, აღნიშნული შეხვედრის მთავარი მსაჯი ენტონი ტეილორი გახლდათ.

"ეს წესი 2013/14-სეზონიდან მოქმედებს", - ფრანგმა ექს-მსაჯმა განმარტა, თუ რატომ ჩაითვალა მბაპეს გუშინდელი გოლი