რეშფორდი: "მანჩესტერ იუნაიტედში რონალდუს დაბრუნებამ ჩემში წარმოუდგენელი გრძნობები გამოიწვია"
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, მარკუს რეშფორდმა ფორვარდ კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებაზე განცხადება გააკეთა.
"მისმა დაბრუნებამ ჩემში წარმოუდგენელი გრძნობები გამოიწვია - როგორც ამ კლუბის ფეხბურთელის, ისევე გულშემატკივრის რანგში".
"ყოველთვის კარგია, როცა ლეგენდები გუნდში ბრუნდებიან. მასთან ერთად "ოლდ ტრაფორდზე" თამაში შესანიშნაბი გამოცდილებაა".
"იმედი მაქვს, ტიტულების მოსაპოვებლად ეს ჩვენთვის იმპულსი იქნება", - ციტირებს რეშფორდის სიტყვებს BBC.