ავტორიზაცია

"მხოლოდ თავიანთი ჯიბეები ადარდებთ", - კურტუამ ფიფა და უეფა მკაცრად გააკრიტიკა

"მხოლოდ თავიანთი ჯიბეები ადარდებთ", - კურტუამ ფიფა და უეფა მკაცრად გააკრიტიკა
თარიღი 11 ოქტ 2021, 23:27

ბელგიის ნაკრების გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ ერთა ლიგის ეგიდით გამართულ მე-3 ადგილისთვის მატჩში იტალიასთან (1:2) მარცხის შემდეგ გადატვირთული კალენდარის გამო ფეხბურთელებზე არსებული დატვირთვის შესახებ ისაუბრა.

"მომავალ წელს ნოემბერში მსოფლიო ჩემპიონატი გველოდება, შემდეგ კი ივნისამდე კლუბებში გავაგრძელებთ თამაშს".

"ტრავმები იქნება. ფეხბურთელებზე არავინ ფიქრობს. ივნისში ერთა ლიგის ოთხი მატჩიც დაემატება, შემდეგ კი ორკვირიანი შვებულება გვექნება. მაგრამ ეს ფეხბურთელებისთვის ცოტაა, რათა 12 თვის მანძილზე უმაღლეს დონეზე ასპარეზობა შეძლონ".

"თუ არ ავლაპარაკდებით, ყველაფერი ასე დარჩება. ფიფა და უეფა სუპერლიგის წინააღმდეგ გამოდიან, მაგრამ იგივეს აკეთებენ. თამაშებს, ახალ ტურნირებს, კონფერენციის ლიგას ამატებენ. ყოველთვის ერთი და იგივე ხდება".

"შეუძლიათ გაბრაზდნენ იმ გუნდებზე, რომლებსაც სუპერლიგაში სურთ, მაგრამ ფეხბურთელებზე არ ფიქრობენ, მხოლოდ თავიანთი ჯიბეები ადარდებთ".

"ახლა მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ყოველ წელს ჩატარებაზე ალაპარაკდნენ. ჩვენ კი როდის დავისვენებთ? არასოდეს. საბოლოო ჯამში, ფეხბურთელები დაშავდებიან. რობოტები არ ვართ. სულ უფრო მეტი მატჩი გვაქვს და სულ უფრო ნაკლები დრო დასვენებისთვის, მაგრამ ეს არავის აინტერესებს", - ციტირებს კურტუას სიტყვებს ESPN.