ავტორიზაცია

"ბოლო პერიოდში ბარსელონა ტკივილს მაყენებს", - ეტო'ო კლუბში არსებული რთული ვითარების შესახებ

"ბოლო პერიოდში ბარსელონა ტკივილს მაყენებს", - ეტო'ო კლუბში არსებული რთული ვითარების შესახებ
თარიღი 11 ოქტ 2021, 23:38

"ბარსელონას" ყოფილმა თავდამსხმელმა, სამუელ ეტო'ომ კატალონიური გრანდის ამჟამინდელი პრობლემების შესახებ ისაუბრა.

"ბოლო პერიოდში "ბარსელონა" ტკივილს მაყენებს. ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც კლუბი უყვარს, რთული დროა".

"ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპში ჩარჩენა რთულად მისაღები იქნება. ჯერ კიდევ ვიმედოვნებ, რომ ფლეი ოფში გავლენ", - თქვა ეტოომ ტრენტოში გამართულ ფესტივალზე.

ცნობისთვის, ვეტერანი კამერუნელი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ღირსებას 2004 წლიდან 2009 წლამდე იცავდა.

გარდა "ბარსელონასი", ეტო'ოს ისეთი გრანდების ღირსებაც დაუცვია, როგორებიც "რეალი", "ინტერი" და "ჩელსი" არიან.