ლუკაკუ: "ჩელსიში დაბრუნების შესაძლებლობა აქამდე ორჯერ მქონდა - 2016 და 2017 წლებში"
ლონდონის "ჩელსის" თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ "არისტოკრატთა" რიგებში დაბრუნების შესახებ განცხადება გააკეთა.
"დაბრუნება ორჯერ შემეძლო - 2016 და 2017 წლებში. მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ეს არ მოხდა. თუმცა, ყველაფერი ახლა მოხდა, რადგან შესაფერისი მომენტი დადგა, შესაბამის ასაკში ვარ, გუნდი კარგად ასპარეზობს, წარმატებისთვის ყველა პირობაა".
"ახლა ბევრად მშვიდად ვარ. ბავშვის დაბადების შემდეგ უფრო ძლიერი გავხდი. იტალიის ჩემპიონატის მოგებამ მიმახვედრა, თუ რამდენად ფასეულია გამარჯვება და ეს ძალიან დამეხმარა. ბოლო სამ წელში საფუძველის ჩაყრა მოვახერხე, რომელიც სამომავლოდ გამოადგება".
"დაბრუნებით ძალიან გახარებული ვარ, სეზონი კარგად დავიწყეთ. თანაგუნდელებმა ცხოვრება გამიმარტივეს, მწვრთნელი კი ბრწყინვალედ მუშაობს. მაგრამ ყოველთვის ახალ გამოწვევებს ვეძებთ", - ციტირებს ლუკაკუს სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.
2016/17 წლების სეზონში ბელგიელი ფორვარდი "ევერტონში" ირიცხებოდა, 2017 წლის ზაფხულში კი "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა.