ავტორიზაცია

გვარდიოლა: "სიტის აქვს სუსტი წერტილი, რაც მინუს 25 გოლს უდრის"

გვარდიოლა: "სიტის აქვს სუსტი წერტილი, რაც მინუს 25 გოლს უდრის"
თარიღი 12 ოქტ 2021, 11:37

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მის გუნდში თავდამსხმელების ნაკლებობაა.

"თავდამსხმელი თავდამსხმელია. ისინი დანარჩენებისგან ოდნავ ყოველთვის განსხვავდებიან და თავიანთ ტალღაზე იმყოფებიან. მეკარეებთან ერთად ისინი ქმნიან იმ ფეხბურთელთა ჯგუფს, რომელსაც განსაკუთრებული მიდგომა სჭირდება".

"მათი დამატება ყველაზე რთულია. ამდენი წლის მანძილზე სერხიო აგუერო გვყავდა გუნდში და პრივილეგია გვქონდა, თუმცა, სამწუხაროდ, გასულ წელს მას სერიოზული ტრავმები ჰქონდა".

"მის გარეშე გადავრჩით, თუმცა, როცა მოედანზე გადიოდა, რაღაც განსაკუთრებული გვქონდა. გამორჩეული მოთამაშეები გვყავს, მაგრამ შეტევაში ისეთი ძლიერები არ ვართ, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედი", "ჩელსი" ან "ტოტენჰემია".

"გუნდური თვისებები უნდა გამოვიყენოთ. არ გვყავს ფეხბურთელი, რომელიც სეზონში 25 გოლს გაიტანს, ამიტომაც ეს მთელ გუნდთან ერთად უნდა გავაკეთოთ. სწორედ ამის გაკეთებას ვეცდებით ამ სეზონის მიმდინარეობისას", - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს Sky Sports.